„ეს წელი ყოფილიყოს წარმატებების მომტანი“- ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა მისალოც წერილს ავრცელებს
17-09-2021

15 სექტემბერს, ახალი სასწავლო წელი საქართველოში დისტანციურად დაიწყო. ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა სწავლის დაწყებას მომზადებული შეხვდა. სკოლა სოციალური ქსელით მისალოც წერილს ავრცელებს და სასკოლო საზოგადოებას საგანმანათლებლო პროცესის განახლებას ულოცავს. 

„მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენთაგანისათვის.

განსაკუთრებით ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში არსებული ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სკოლის მე-7 და მე-8 კლასელებს, რომლებიც დღეს ჩვენი სკოლის კარს შემოაღებენ, რათა სრულყოფილი ცოდნა სწორედ აქ მიიღონ.

კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს“,- ნათქვამია მისალოც წერილში.



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203