ხალიფაურის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას, ხოლო პედაგოგს სტატუსის ამაღლებას ულოცავს
17-09-2021
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურის საჯარო სკოლისთვის გასული სასწავლო წელი ნაყოფიერი იყო. სკოლის 4 კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა, ხოლო ერთმა პედაგოგმა მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდა ჩააბარა.
სკოლა ულოცავს კურსდამთავრებულებს სტუდენტობას, პედაგოგს კი სტატუსის ამაღლებას. სკოლაში თითოეულ მათგანს წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ.
„მაკა მაჭარაშვილს ვულოცავთ მასწავლებლის გამოცდის წარმატებით ჩაბარებას, წარმატებეს გისურვებთ გვიხარია შენი სიხარული. ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს ვულოცავთ სტუდენტობას მარიამ ჭუმბურიძეს, ცოტნე ღუღუნიშვილს, მათე გაგნიძეს, დათო ჭიოკაძეს. წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე“,- წერს სკოლა.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია