„გვჯერა, რომ თქვენ იქნებით ჩვენი ქვეყნის ღირსეული მომავალი თაობა“- დაბა ხულოს საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
17-09-2021
დაბა ხულოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. 

სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას ულოცავს.

„დაბა ხულოს საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ჩვენი სკოლის იმ 18 კურსდამთავრებულს, ვინც მალე შეაღებს საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის კარებს და დაეუფლება მათთვის სასურველ პროფესიას!!
აღსანიშნავი და განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მათ შორის ორმა მოსწავლემ მიიღო 50 პროცენტიანი სახელმწიფო გრანტი.
გილოცავთ, კიდევ ერთხელ, გისურვებთ წარმატებას და ბედნიერ სტუდენტურ წლებს!!!
გვჯერა, რომ თქვენ იქნებით ჩვენი ქვეყნის ღირსეული მომავალი თაობა!“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203