თრიალეთის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
17-09-2021
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თრიალეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთათვის 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა და სტუდენტები გახდნენ.
ახლა უკვე სტუდენტებმა - ნინო მიქელაძემ, მანია გიგოლოვამ, ნინო დიმიტრაძემ, თეონა ხოზრევანიძემ და ანრი ბოლქვაძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები ბრწყინვალედ ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
თრიალეთის საჯარო სკოლა თითოეულ მათგანს სტუდენტობას ულოცავს და ცხოვრების ყველა ეტაპზე დიდ წარმატებას უსურვებს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია