ქვემო ქედის საჯარო სკოლის დირექცია პედაგოგებს სტატუსის ამაღლებას ულოცავს
17-09-2021

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები პედაგოგებს - მაია და ნინო წიკლაურებს, ასევე ზაზა თეთრაულს უფროსის სტატუსის მოპოვებას ულოცავენ.

დირექცია მასწავლებლებს ახალ საფეხურზე წარმატებებს უსურვებს.

„ჩვენი სკოლის სამმა პედაგოგმა ღირსეულად შეძლო უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება! მაია და ნინო წიკლაურებს და ზაზა თეთრაულს ვულოცავთ ახალ საფეხურზე გადასვლას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203