„სტუდენტებსა და პირველკლასელებს ახალი ეტაპის ღირსეულად გავლას გისურვებთ“ - არხილოსკალოს საჯარო სკოლის დირექციის მილოცვა
17-09-2021
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის დირექცია ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას ულოცავს, განსაკუთრებით კი სტუდენტებსა და პირველკლასელებს.
„გილოცავთ ახალი 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ წარმატებას და წინსვლას, სტუდენტებს და პირველკლასელებს ახალი ეტაპის ღირსეულად გავლას“, - წერია სკოლის მისალოც ბარათზე.
შეგახსენებთ, რომ სასწავლო წელი 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყო, 4 ოქტომბერს კი სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება. პირველკლასელები სწავლას სასკოლო სივრცეში 4 ოქტომბერს დაიწყებენ.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია