ინჩხურის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ლალი ფაილოძემ საერთაშორისო კონკურსში წარმატება მოიპოვა
17-09-2021

იოანე მინჩხის სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ლალი ფაილოძემ საერთაშორისო კონკურსში ოქროს მედალი მოიპოვა.

კონკურსი, რომელშიც ლალი ფაილოძემ წარმატებით იასპარეზა, 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეირჩა სულ 12 ფინალისტი, რომელთაც ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადაეცათ. „გლობალური შემოქმედ ქალთა ჯილდო 2021“ Global trainer academy-ის მიერ იყო ორგანიზებული. 

ერთ-ერთი ოქროს მედლის მფლობელი კი სწორედ ინჩხურის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ლალი ფაილოძე გახდა. 

აღსანიშნავია, რომ იგი დირექტორის მოადგილეობის პარალელურად, სკოლაში ბუნებისმეტყველებასაც ასწავლის. მას უფროსი მასწავლებლის სტატუსი აქვს.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203