ნიგაზეულის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა კეკელიძე ლიტერატურული მარათონის გამარჯვებული გახდა
17-09-2021
შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა კეკელიძე ლიტერატურული მარათონის გამარჯვებული გახდა.
პროგრამის - „კონკურსები და ოლიმპიადები” ფარგლებში ჩატარდა კონკურსი დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის, ლიტერატურული მარათონი, სახვითი ხელოვნების კონკურსი, ესეების კონკურსი და სპორტული შეჯიბრი.
კონკურსები ორ ეტაპად გაიმართა და 100-მდე გამარჯვებულ მოსწავლეს დიპლომები და პლანშეტები გადაეცა.
აღნიშნული მოსწავლეების დაჯილდოებაში მონაწილეობდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია