წალენჯიხის N2 სკოლის ეკოკლუბელები გარემოსდაცვით კონკურსში მოპოვებული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
17-09-2021

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა გარემოსდაცვით კონკურსში აქტიურობისთვის და ნახევარფინალში მოხვედრისთვის სერტიფიკატი და სიმბოლური საჩუქრები დაიმსახურეს. პროექტის ხელმძღვანელი ციცი ჭანტურიაა.

„ახალი სასწავლო წელი წარმატებული და სასიამოვნო სიახლეებით დავიწყეთ! 

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ მონაწილე ეკოკლუბის აქტიურმა მოსწავლეებმა „ეკო-მცველებმა“ ნახევარფინალში მოხვედრისთვის სერტიფიკატი და სიმბოლური საჩუქრები მიიღეს! 
წინ ახალი გამოწვევები გველოდება!“ - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203