„პედაგოგიური პერსონალი მზად არის გემსახუროთ და წარმატების მიღწევაში დაგეხმაროთ“-ახმეტის N1 სკოლის დირექტორი ქეთევან მჭედლური მისალოც წერილს ავრცელებს
17-09-2021
ახმეტის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან მჭედლური სასკოლო საზოგადოებას 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.
ქეთევან მჭედლური მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს მიმართავს და თითოეულ მათგანს ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს. დირექტორის თქმით, სკოლის ყველა თანამშრომელია მზადაა სწავლისთვის ყველა პირობა შექმნას და ბავშვებს წარმატების მიღწევაში ხელი შეუწყოს.
„ძვირფასო მშობლებო, ბავშვებო, მასწავლებლებო, წლის მნიშვნელოვანი მოვლენის დაწყებას გილოცავთ! იწყება ახალი სასწავლო წელი, ცოდნის, ახალი გამოცდილებისა და შესაძლებლობის შეძენის პროცესი. ყველას სურვილია, რომ ეს წელი ნათელი, ნაყოფიერი და წარმატებული ყოფილიყოს. ახმეტის N1 საჯარო სკოლის პედაგოგიური პერსონალი მზად არის გემსახუროთ, ყველა პირობა შეგიქმნათ და წარმატების მიღწევაში ხელი შეგიწყოთ“, - წერს დირექტორი ქეთევან მჭედლური.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს