ბოლაჯურის საჯარო სკოლის პედაგოგის - თამარ აბრამიშვილის წარმატება საერთაშორიო კონკურსში
17-09-2021
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე სამოქალაქო განათლების უფროსმა მასწავლებელმა, თამარ აბრამიშვილმა საერთაშორისო კონკურსში დიდ წარმატებას მიაღწია.
საერთაშორისო კონკურსს - Global Creative Women award 2021 ორგანიზებას Globaltraineracademy უწევდა.
კომკურსში თამარ აბრამიშვილმა ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
კონკურსი, რომელშიც თამარ აბრამიშვილმა წარმატებით იასპარეზა, 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეირჩა სულ 12 ფინალისტი, რომელთაც ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადაეცათ.