მახალაკიძეების საჯარო სკოლის ლიდერი პედაგოგები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ
17-09-2021
ფრიდონ მახარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიული თუ კარიერული წინსვლისა და განვითარებისთვის თავდაუზოგავად შრომობენ.
მასწავლებლებმა - ნანი შაინიძემ და ნონა ფუტკარაძემ USAID-ის „საბაზისო განათლების პროგრამა“ პროექტის - მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ფარგლებში ლიდერი მასწავლებლის ტრენინგკურსი წარმატებით გაიარეს და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
მახალაკიძეების საჯარო სკოლა პედაგოგებს ულოცავს ამ წარმატებას და კიდევ მეტ წინსვლას უსურვებს.