„დაგვილოცია გზა დიდი ცხოვრებისაკენ“- შუბნის საჯარო სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
17-09-2021
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბნის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
სკოლის 13 კურსდამთავრებულიდან 11 სწავლას უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელებს. კურსდამთავრებულთანაგან ერთმა პროფესიული სასწავლებელი აირჩია, ერთი კი გამოცდებზე მომავალ წელსაც აპირებს გასვლას.
აღნიშნულ ინფორმაციას სკოლა ავრცელებს. სკოლის დირექტორი ემზარ ჯუმუშაძე დ ადმინისტრაცია ულოცავენ კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას.
„შუბნის საჯარო სკოლის 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა შორის 13 მოსწავლიდან 11 ჩაირიცხა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. გილოცავთ უკვე სტუდენტებო, წარმატებებს გისურვებთ. ერთ-ერთმა კურსდამთავრებულმა პროფესიული სასწავლებელი აირჩია, ერთს არ გაუმართლა, მაგრამ მომავალ წელს, აუცილებლად, ჩაბაარებს. გგულშემატკივრობთ მოსწავლეებო და გვიხარია თქვენი თითოეულის წარმატება. დაგვილოცია გზა დიდი ცხოვრებისკენ“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს