ბრილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის გუნდურ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთ წარმატებას მიაღწიეს და აჭარის მასშტაბით გამართულ ქართული ენის გუნდური ოლიმპიადის ფინალურ ტურში მე-3 ადგილი დაიმსახურეს.კონკურსს ორგანიზებას უწევდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
ბრილის საჯარო სკოლის გუნდის კაპიტანი მალვინა ზოიძე გახლდათ, ხოლო წევრები იყვნენ - ანასტასია ზოიძე, რიტა ბერიძე, თამარ ზოიძე და ლუკა ტაკიძე. მოსწავლეებს კონკურსში პედაგოგები - ფატი ჭაღალიძე, გუგული ბოლქვაძე და ნარგიზ აბუსელიძე ხელმძღვანელობდნენ.
„ჩვენმა ერთობლივმა შრომამ შედეგი გამოიღო, კიდევ ერთ წარმატებას გილოცავთ ბავშვებო და მასწვლებლებო! გილოცავთ ამ წარმატებას და მადლობას გიცხადებთ“, - აღნიშნულია ბრილის საჯარო სკოლის მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე: