ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორმა საერთაშორისო კონკურსში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორმა მარინე ტაბატაძემ საერთაშორისო კონკურსში ოქროს მედალი მოიპოვა.
კონკურსი, რომელშიც მარინე ტაბატაძემ წარმატებით იასპარეზა, 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეირჩა სულ 12 ფინალისტი, რომელთაც ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადაეცათ. აღნიშნული საერთაშორისო კონკურსი Global trainer academy-ის მიერ იყო ორგანიზებული.
ერთ-ერთი ოქროს მედლის მფლობელი კი სწორედ ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ტაბატაძეა.
აღსანიშნავია, რომ იგი დირექტორობის პარალელურად, სკოლაში მათემატიკასაც ასწავლის.
იხილეთ ფოტო: