თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სწავლის დაწყება ონლაინ გაკვეთილზე საზეიმოდ აღნიშნეს
17-09-2021
თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, 2021-2022 სასწავლო წლის დაწყება დისტანციურ რეჟიმში საზეიმოდ აღნიშნეს.
მესამეკლასელებმა ონლაინ გაკვეთილზე ერთმანეთს ზაფხულის შთაბეჭდილებები გაუზიარეს და ასევე, ხელნაკეთი წიგნების პრეზენტაცია წარმოადგინეს.
ნიჭიერი მოსწავლეები და მათი მასწავლებელი ლალი თეთრაძე თანატოლებსა და პედაგოგებს სწავლის დაწყებას დიდი სიყვარულით ულოცავენ.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია