„სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მოსწავლეებმა საუკეთესო განათლება მიიღონ“- მარტუნის საჯარო სკოლის დირექტორი აღავნი ავაქიანი
17-09-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლის დირექტორმა აღავნი ავაქიანმა ახალი, 2021-2022 სასწავლო წლის დაწყება მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს მიულოცა.
მან მოსწავლეებსა და პედაგოგებს საინტერესო სასწავლო წელი უსურვა.
„გილოცავთ მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მშობლებს ახალ სასწავლო წლის დისტანციურად დაწყებას. სასკოლო საზოგადოებას მშვიდობიან და საინტერესო სასწავლო წელს ვუსურვებ. იმედი გვაქვს, ოთხ ოქტომბერს პირველკლასელები სწავლას საკლასო ოთახებში დაიწყებენ. სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მათ საუკეთესო განათლება მიიღონ“,- წერს სკოლის დირექტორი აღავნი ავაქიანი.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია