საღანძილის საჯარო სკოლის პედაგოგები კურსდამთავრებულ დავით კამკამიძეს სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვას ულოცავენ
16-09-2021

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საღანძილის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, დავით კამკამიძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა. 

სკოლის პედაგოგები კურსდამთავრებულს სტუდენტობას ულოცავენ. 

„საღანძილის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს თავის კურსდამთავრებულს, დავით კამკამიძეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტზე (ელექტრონული ინჟინერია) ჩარიცხვას და უსურვებს ბედნიერ და წარმატებულ სტუდენტობას“,- ნათქვამია მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203