„ვფიქრობთ, რომ მასწავლებელთა გამოცდები და ტრენინგები აუცილებელია“- ჯულიეტა ზაქაიძე, ორგორის საჯარო სკოლის დირექტორი
16-09-2021

რა მოლოდინი აქვს 2021-2022 სასწავლო წლისგან? რას ფიქრობს ელექტრონული ჟურნალის დანერგვაზე? და რა სიახლეებით განაახლა სკოლამ სასწავლო პროცესი? - ამ და სხვა კითხვებს etaloni.ge-სთან ინტერვიუში ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორის საჯარო სკოლის დირექტორი ჯულიეტა ზაქაიძე პასუხობს.

- რა მოლოდინი გაქვთ 2021-2022 სასწავლო წლისგან ? რა სიახლეებით ხვდება თქვენი სკოლა ახალ სასწავლო წელს ?

- 2021-2022 სასწავლო წელს იმედი გვაქვს, რომ იქნება წარმატებული წელი. ახალ სასწავლო წელს ვხვდებით, ახალი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სკოლით.

- როგორც ცნობილია, მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ აღნიშნული ცვლილება? მასწავლებელთა მზაობას როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით?

- აღნიშნული ცვლილებას მივესალმებით მხოლოდ იმ მხრივ, რომ პანდემიიდან გამომდინარე გვიცავს ვირუსის გავრცელებისგან. ელექტრონული ჟურნალის წარმოებასთან დაკავშირებით გვაქვს ინსტრუქციები.

- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება, რომ შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისთვის. რამდენად ემხრობით მსგავს მიდგომას და რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად მასწავლებლები ?

- ვემხრობით მხოლოდ ნებაყოფლობით ვაქცინაციას.

- ცნობილია, რომ დისტანციური სწავლება დაწყებითი საფეხურის და განსაკუთრებით პირველკლასელებისთვის საკმაოდ რთულად ასათვისებელი ფორმატია. რას ურჩევდით მოსწავლეებს და მათ ოჯახებს რომ ეს პროცესი უფრო მარტივი გახადონ ?

- მოსწავლეებს და მათ ოჯახებს ურჩევდით, რომ დისტანციური სწავლებისას მაქსიმალურად ჩაერთვნენ მშობლები.

-  როგორი შედეგები აჩვენეს თქვენი სკოლის მასწავლებლებმა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე და რას ფიქრობთ ზოგადად გამოცდებისა თუ ტრენინგების საჭიროებასა და ეფექტურობაზე ?

- ჩვენი სკოლის მასწავლებლებმა დადებითი შედეგი აჩვენეს კომპეტენციის დადასტურებისას, ვფიქრობთ, რომ გამოცდები და ტრენინგები აუცილებელია. ყველა პედაგოგი კომპეტენტური უნდა იყოს თავის საგანში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203