ჯავშანიანის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ისიანი სასკოლო საზოგადოებას საგანმანათლებლო პროცესის განახლებას ულოცავს
16-09-2021

15 სექტემბერს სასწავლო წელი საქართველოში დისტანციურად დაიწყო. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის საჯარო სკოლა სწავლის დაწყებას მომზადებული შეხვდა. სკოლის დირექტორი მაია ისიანი სასკოლო საზოგადოებას საგანმანათლებლო პროცესის განახლებას ულოცავს და წარმატებულ წელს უსურვებს. 

„ახალი სასწავლო წელი დაიწყო, ახალი ეტაპი თავისი გამოწვევებით.

ყველა მოსწავლეს და პედაგოგებს ვუსურვებთ წარმატებებს სწავლის პროცესში, განსაკუთრებით პატარებს და მალე სკოლის მერხებთან დაბრუნებას!“,- წერს დირექტორი მაია ისიანი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203