„წინ სიახლეებითა და გამოწვევებით დატვირთული დღეები გველოდება“-წალენჯიხის N5 სკოლის დირექტორი სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლებას ულოცავს
16-09-2021

15 სექტემბერს საქართველოში სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყო. წალენჯიხის N5 საჯარო სკოლა სწავლის დაწყებას მომზადებული შეხვდა. სკოლის დირექტორმა, ნანა მიქავამ სასკოლო საზოგადოებას საგანმანათლებლო პროცესის განახლება მიულოცა და წარმატებული წელი უსურვა. 

„წარმატებული სასწავლო წელი!!!
ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, მასწავლებლებო გილოცავთ 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას.
ქვეყანაში მიმდინარე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, სწავლის დაწყება ისევ დისტანციური ფორმატით მოგვიწია, მაგრამ ამასაც არ შევუშინდებით. 4 ოქტომბერს კი შევხვდებით საკლასო ოთახებში ყოვლად ჯანმრთელები და ენერგიულები.
წინ ულევი სიახლეებით და გამოწვევებით დატვირთული დღეები გველოდება. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს!“,- აღნიშნულია დირექტორის ნანა მიქავას მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203