„დასწრებულად თუ დისტანციურად 15 სექტემბერი ცოდნის დღესასწაულია“ - ობუჯის თემის N1 სკოლის დირექტორი სასკოლო საზოგადოებას სწავლის დაწყებას ულოცავს
16-09-2021
გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ლუკავა სასკოლო საზოგადოებას სწავლის დაწყებას ულოცავს.
ეკატერინე ლუკავა მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს მიმართავს და მისალოც წერილს ავრცელებს:
„ძვირფასო პედაგოგებო, საყვარელო მოსწავლეებო და პატივცემულო მშობლებო, დასწრებულად თუ დისტანციურად 15 სექტემბერი ცოდნის დღესასწაულია! გილოცავთ ამ დღეს! თითოეული მოსწავლისთვის და ჩვენთვის ბედნიერი და წარმატებული ყოფილიყოს! კოლეგებო, ნაყოფიერ მუშაობას გისურვებთ! დარწმუნებული ვარ, 4 ოქტომბერს საკლასო ოთახებში აუცილებლად შევხვდებით და ჩვენზე დაკისრებულ სათუთ მოვალეობას იქ გავაგრძელებთ“, - წერს ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ლუკავა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს