„გისურვებთ ეს წელი წარმატებული ყოფილიყოს“- ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი მისალოც წერილს ავრცელებს
16-09-2021
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ლამზირა კვარაცხელია ახალი სასწავლო წლის დაწყებას მთელი სკოლის სახელით მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ულოცავს.
იგი წარმატებულ და ნაყოფიერ წელს უსურვებს თითოეულ მოსწავლესა და პედაგოგს.
„ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო და მშობლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას მართალია, ისევ განსხვავებულ ფორმატში გვიწევს სწავლის დაწყება, მაგრამ მთავარი ჯანმრთელობაა და გისურვებთ ეს წელი წარმატებული ყოფილიყოს ყველა თქვენთაგანისთვის“,- წერს პედაგოგი ლამზირა კვარაცხელია.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია