„ყველანი ერთად შევძლებთ დავძლიოთ ყველა ბარიერი“- ზუგდიდის N5 სკოლის დირექტორი სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
16-09-2021

ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ცქვიტაია ახალი სასწავლო წლის დაწყებას მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ულოცავს.

სკოლის დირექტორი წერს, რომ პანდემიიდან გამომდინარე მეტ სირთულესთან შეჭიდება მოუწევთ, თუმცა იმედი აქვს, რომ საერთო მონდომით ბარიერებს ერთად დაძლევენ.

„მოსწავლეებო, კოლეგებო, მშობლებო, სამწუხაროდ, ისევ დავბრუნდით იმ მოცემულობაში, როდესაც ყოველი საგაკვეთილო ჩართვა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მე მჯერა თითოეული თქვენგანის გონიერების, მაღალი პასუხისმგებლობის და პროფესიონალიზმის  ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ დავძლიოთ ყველა ბარიერი.
გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას წარმატებულ, ნაყოფიერ, მშვიდობიან წელს გისურვებთ“,- წერს სკოლის დირექტორი დოდო ცქვიტაია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203