„იმედი მაქვს სწავლას 4 ოქტომბერს თქვენს საკლასო ოთახებში განაგრძობთ“ - პირველი სვირის საჯარო სკოლის დირექტორი მოსწავლეებს სწავლის დაწყებას ულოცავს
16-09-2021

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლის დირექტორი იზა ღიბრაძე სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

დირექტორი იზა ღიბრაძე მოსწავლეებთან შეხვედრას მოუთმენლად ელის და თითოეულ მათგანს წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს.

„პირველი სვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ახალი 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ. ჩემო პატარებო, სკოლის კედლები თქვენი ჟრიამულით უნდა ახმაურებულიყო, თუმცა ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სწავლა დისტანციურად დავიწყეთ. იმედი მაქვს, 4 ოქტომბერს სწავლას სკოლაში, თქვენს საკლასო ოთახებში განაგრძობთ. ეს დამოკიდებულია სკოლის უსაფრთხო გარემოზე. უსაფრთხო გარემო კი ჩვენზე, მასწავლებლებზეა დამოკიდებული. ჩვენი პედაგოგები ამას შეძლებენ და სკოლა სწავლას ჩვეული რეჟიმით, საკლასო ოთახებში დაიწყებს. ბედნიერ სასწავლო წელს გისურვებთ“, - წერს დირექტორი იზა ღიბრაძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203