ქვედა საზანოს N3 საჯარო სკოლის პედაგოგი თეა გოგსაძე მოსწავლეებსა და კოლეგებს სწავლის დაწყებას ულოცავს
16-09-2021
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N3 საჯარო სკოლის პედაგოგი თეა გოგსაძე ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს და კოლეგებს ულოცავს. 

იგი წარმატებულ და ნაყოფიერ წელს უსურვებს თითოეულ მოსწავლეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩანთები არ ჩაალაგეთ, ლამაზი ტანსაცმელი არ ჩაიცვით, გულისფანცქალით არ გაირბინეთ სკოლამდე გასავლელი გზა, სკოლის ეზოში არ იდექით პირველი ზარის დარეკვამდე და მერე დერეფანში არ ასწრებდით ერთმანეთს საკლასო ოთახამდე, მიუხედავად ამისა სასწავლო წელი მაინც დადგა. დადგა უჩვეულოდ, წყნარად, ხმაურის გარეშე, სახლიდან გაუსვლელად, ახალი ტანსაცმლის ჩაცმისა და ჩანთის ჩალაგების გარეშე. და-ძმებმა გადაინაწილეთ „საკლასო ოთახები“ ზოგს მისაღები შეგხვდათ წილად ,ზოგს საძინებელი,ზოგსაც სამზარეულო, მაგრამ მთავარია, რომ დაიწყო და რაც იწყება ის ყოველთვის გაგრძელდება.
ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. წარმატებული და ნაყოფიერი ყოფილიყოს ეს წელი თქვენთვის!“,- წერს სკოლის პედაგოგი თეა გოგსაძე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203