„წარმატებას და საკლასო ოთახებში მალე დაბრუნებას გისურვებთ“- ნაგარევის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა აბესაძე მოსწავლეებს სწავლის დაწყებას ულოცავს
16-09-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგარევის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა აბესაძე სასკოლო საზოგადოებას ახალ 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას დიდი სიყვარულით ულოცავს.

შორენა აბესაძე მოსწავლეებს ჯანმრთელობასა და წარმატებას უსურვებს და მისალოც წერილს ავრცელებს:

„ბევრი ლამაზი დილა გვქონოდეს და ერთად მრავალი ახალი სასწავლო წელი დაგვეწყოს. წარმატებებს და საკლასო ოთახებში მალე დაბრუნებას გისურვებთ“, - წერს დირექტორი შორენა აბესაძე.

გამომდინარე იქიდან, რომ სწავლა დისტანციურად დაიწყო სასკოლო საზოგადოებას სწავლის დაწყება სკოლის დირექციამ სოციალურ ქსელშიც მიულოცა:

„ყველა მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს ახალი 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ. ჯანმრთელობას, წარმატებებს და საკლასო ოთახებში მალე დაბრუნებას გისურვებთ“, -  ნათქვამია ნაგარევის საჯარო სკოლის მისალოც წერილში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203