„მინდა ბედნიერი და წარმატებული სასწავლო წელი გისურვოთ“ - ხამისქურის საჯარო სკოლის დირექტორი სასკოლო საზოგადოებას მიმართავს
16-09-2021
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლის დირექტორი მზია ჟვანია მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

დირექტორი მზია ჟვანია სასკოლო საზოგადოებას ბედნიერ და წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს.

„ძვირფასო მასწავლებლებო, მოსწავლეებო და მშობლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. მინდა გისურვოთ ბედნიერი და წარმატებული სასწავლო წელი. 15 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დისტანციურ რეჟიმში (II-XII) - კლასებში. პირველი კლასი 4 ოქტომბრიდან დაიწყებს სწავლას“, - წერს ხამისქურის საჯარო სკოლის დირექტორი მზია ჟვანია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203