„ჩვენი სკოლის პედაგოგიური და ტექნიკური პერსონალი მზადაა გემსახუროთ“-ბოლნისის N5 სკოლის დირექტორი სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
16-09-2021

15 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი საქართველოში დისტანციურად დაიწყო. ბოლნისის N5 საჯარო სკოლა სწავლის დაწყებას მომზადებული შეხვდა. სკოლის დირექტორი მადონა ლომსაძე სასკოლო საზოგადოებას საგანმანათლებლო პროცესის განახლებას ულოცავს. 

„ახალი სასწავლო წელი დაიწყო!

ძვირფასო პედაგოგებო, მოსწავლეებო და მშობლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გისურვებთ ჯანმრთელობას, გამძლეობას, განვითარებას, წინსვლასა და ახალ-ახალ მიღწევებს!

იმისათვის, რომ წარმატებით დავძლიოთ არსებული გამოწვევა, თითოეული მოქალაქისგან საჭიროა უდიდესი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენა. მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით შევძლებთ ყოველივე ამასთან გამკლავებას და სასწავლო პროცესი მალე დაუბრუნდება ჩვეულ გარემოს.

გულთბილ მილოცვას ვუძღვნი პირველკლასელებს! ვუსურვებ საუკეთესო ცოდნის მიღებასა და ბავშვობის ულამაზეს წლებს ჩვენს სკოლაში.

ჩვენი სკოლის პედაგოგიური და ტექნიკური პერსონალი მზადაა გემსახუროთ, ყველა პირობა შეგიქმნათ და ხელი შეგიწყოთ წარმატების მიღწევაში! სიყვარულით სკოლის დირექტორი მადონა ლომსაძე“, - ნათქვამია დირექტორის მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტო:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203