„დაიწყო ცოდნის, ახალი გამოცდილების, ახალი მეგობრების შეძენის პროცესი“- მეკეიძეების საჯარო სკოლის დირექტორი თემურ მიქელაძე მისალოც წერილს ავრცელებს
16-09-2021

15 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი საქართველოში დისტანციურად დაიწყო. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლა სწავლის დაწყებას მომზადებული შეხვდა. სკოლის დირექტორი თემურ მიქელაძე სასკოლო საზოგადოებას საგანმანათლებლო პროცესის განახლებას ულოცავს. 

„გულითადად ვულოცავ მოსწავლეებს და მასწავლებლებს წლის მნიშვნელოვანი მოვლენის დაწყებას. 15 სექტემბერს დაიწყო ახალი სასწავლო წელი, ცოდნის, ახალი გამოცდილების, ახალი მეგობრების შეძენის პროცესი. განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებიც პირველად უნდა შემოვიდნენ სკოლაში. თქვენთვის ცხოვრებაში ძალინ მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. მინდა თითოეულ თქვენგანს წარმატებები ვუსურვო. გახსოვდეთ, რომ ხართ ქვეყნის მომავალი და თქვენი განათლება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.
ღმერთის დახმარებით, ჩვენ 4 ოქტომბერს საკლასო ოთახებში გავაგრძელებთ სწავლას . 
კიდევ ერთხელ გილოცავთ. 2021-2022 სასწავლო წელი ყველა მოსწავლისა და მასწავლებლისთვის ნაყოფიერი და წარმატებული ყოფილიყოს“,- წერს დირექტორი თემურ მიქელაძე. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203