ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული საბა ქართველიშვილი სწავლას ლისაბონის უნივერსიტეტში აგრძელებს
16-09-2021

ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლას ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა წინსვლას სკოლა საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს.

სკოლა ამჯერად კიდევ ერთ წარმატებულ კურსდამთავრებულს საბა ქართველიშვილს გვაცნობს, რომელმაც სწავლა პორტუგალიაში, ლისაბონის „იშქტეს“ უნივერსიტეტში განაგრძო.

„საბა ქართველიშვილი ის მოსწავლე იყო, რომლის გახსენება მის ყველა მასწავლებელს სახეზე სასიამოვნო ღიმილს ჰგვრის. დიახ, იგი სკოლის კურსდამთავრებულთაგან ერთ-ერთი საუკეთესოა და რა სასიხარულოა, რომ 13 სექტემბერს, საბა სწავლას პორტუგალიაში, ლისაბონის „იშქტეს“ (ბიზნესის) უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით დაიწყო, სადაც ბაკალავრიატის მეოთხე კურსის შემოდგომის სემესტრს გაატარებს.
„ერასმუს+“ არის ევროკავშირის შესანიშნავი პროექტი, რომელიც კონკურსის პირობებში, წარმატებულ და ენების მცოდნე სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს იმოგზაურონ, განვითარდნენ, ისწავლონ ევროპის მოწინავე უნივერსიტეტებში და სტუდენტური წლები ფერადი მოგონებებით გაიმდიდრონ. ვულოცავთ, საბას, ამ წარმატებას და თავისი ოჯახისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ“, - ნათქვამია ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203