„თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი“- ქუთაისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
16-09-2021
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი სალომე სარალიძე ახალი სასწავლო წლის დაწყებას მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ულოცავს.

სალომე სარალიძე სასკოლო საზოგადოებას, პირველ რიგში, მშვიდობიან, ჯანსაღ და უსაფრთხო სასწავლო გარემოში დაბრუნებას უსურვებს.

„ძვირფასო პირველსკოლელებო: მოსწავლეებო, მასწავლებლებო, მშობლებო!
გილოცავთ ახალი 2021-22 სასწავლო წლის შემობრძანებას! გისურვებთ, პირველ რიგში, მშვიდობიან, ჯანსაღ და უსაფრთხო სასწავლო გარემოში დაბრუნებას, შემდეგ კი წინსვლასა და წარმატებებს! 
მოსწავლეებო, თქვენს მონდომებასა და თავდადებულ სწავლაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ჯანსაღი მომავალი! 
პედაგოგებო და მშობლებო, თქვენმა გულისხმიერებამ, პროფესიონალიზმმა და რუდუნებამ უნდა გამოაწრთოს მომავალი თაობა და გზა დაულოცოს ცხოვრების დიდ ასპარეზზე გასასვლელად! 
დაგილოცავთ მომავალ სასწავლო წელს! გაიხარეთ!“,- წერს სკოლის დირექტორი სალომე სარალიძე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203