„გისურვებთ საკუთარი შესაძლებლობების განვითარებას“- თელავის N5 სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
16-09-2021
თელავის N5 საჯარო სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას ახალი, 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.
სკოლის დირექცია სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს იაკობ გოგებაშვილის სიტყვებით ულოცავს:
“მთავარი ძალა, რაც გამარჯვებას ანიჭებს ერს საარსებო ბრძოლაში, არის ცოდნა, განათლება''.
სკოლაში იმედოვნებენ, რომ მალე საგაკვეთილო პროცესს სკოლის შენობაში განაახლებენ.
„თელავის N5 საჯარო სკოლა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ვულოცავთ ახალი 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას. ვიმედოვნებთ, რომ მალე დავუბრუნდებით ჩვეულ რეჟიმს და განვაახლებთ დასწრებულ საგაკვეთილო სწავლებას. გისურვებთ ულევ წარმატებას, წინსვლასა და საკუთარი შესაძლებლობების განვითარებას“,- წერს სკოლის დირექცია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს