„სულმოუთქმელად ველოდები 4 ოქტომბერს“- ხონის N3 სკოლის დირექტორი სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვიდეოკოლაჟით ულოცავს
16-09-2021
ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ვერიკო ბენიძე ახალი სასწავლო წლის დაწყებას მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ულოცავს.
მან მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება გასული წლის ვიდეოკოლაჟით მოულოცა და დაწერა, რომ სულმოუთქმელად ელოდება მათთან შეხვედრას.
„გილოცავთ! გლოცავთ! გასული სასწავლო წლის მოგონებების მცირე ფოტოკოლაჟით კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ჩემო საყვარელო მეგობრებო. ზუსტად ვიცი, რომ 2021-2022 სასწავლო წელი გაცილებით საინტერესო და წარმატებული იქნება! ძალიან მიყვარხართ და სულმოუთქმელად ველოდები 4 ოქტომბერს“,- წერს დირექტორი ვერიკო ბენიძე.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია