ფერიის საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა - სკოლა 430 მოსწავლეზეა გათვლილი
16-09-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფერიაში საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა. სკოლა 430 მოსწავლეზეა გათვლილი. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის 4-სართულიან სკოლაში ლაბორატორიები, საბიბლიოთეკო სივრცე, სპორტული და სააქტო დარბაზები განთავსდა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს „ეთნოსოფლის“ მასშტაბური პროექტის განხორციელება. სრულდება თანამედროვე სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში წელსვე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო პროცედურები დაიწყება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203