„წარმატებებს და წინსვლას გისურვებთ“ - ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სწავლის დაწყებას ულოცავს
16-09-2021
რუსლან მელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სწავლის დაწყებას ულოცავს.
„რუსლან მელაძის სახელობის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს გილოცავთ სწავლის დაწყებას, წარმატებებს და წინსვლას გისურვებთ. შეუგუებელი, მაგრამ შეგუებადი 2021-2022 სასწავლო წელი დაგვიდა. ერთდროს ზარზეიმითა და დროშების ფრიალით ვხდებოდით სასწავლო წელს. სკოლის კედლები კი მოსული სტუმრების რაოდენობას ვერ იტევდა. იმედს არასდროს ვკარგავთ, გვჯერა მომავლის, რადგან მომავალი უკეთესი დაგვიდეგება“ - ნათქვამია ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის მიმართვაში.
აღსანიშნავია, რომ ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს