„გილოცავთ, სასწავლო წლის დაწყებას, ჩემო მეშვიდესკოლელებო, გილოცავ ჩემო ქუთაისო, ჩემო საქართველოვ“- ქუთაისის N7 სკოლის დირექტორი წერილს ავრცელებს
15-09-2021

ქუთაისის N7 საჯარო სკოლის დირექტორი ენდი ნემსიწვერიძე სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას ემოციურად  ულოცავს.

„მართალია ის დრო გვენატრება, როცა ქალაქი ახალი სასწავლო წლის მოლოდინში გარინდული, დილით გაიღვიძებდა და გადაპენტავდა ქუჩებს ჩვენი შვილების, ჩვენი მომავლის ფერადოვნება და მღელვარება... მართალია, წლევანდელ სასწავლო წელს ვერ ვიწყებთ ასე, თუმცა ის ნანატრი დღეც მალე გათენდება, როცა ერთად ვიქნებით, ერთად სწავლისა და სიცოცხლის წადილით შეპყრობილნი. მანამდე კი.... გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და „ონლაინ რეჟიმში“, შევეხმიანოთ ერთმანეთს. გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ჩემო მეშვიდესკოლელებო, გილოცავ ჩემო ქუთაისო, ჩემო საქართველოვ“ , - წერს დირექტორი.

ქუთაისის N7 საჯარო სკოლის დირექტორი სასკოლო საზოგადოებას სწავლის განახლებას ასევე ძალიან ლამაზი ლექსით ულოცავს:

„ვიდრე

ვიდრე ანბანი ანბანობს,
ვიდრე ცას სწვდება ნიჭი,
„აი ია - ო“ ვიდრე - ამბობს,
პატარა ბიჭი,
„აი წიგნი - ო“ გოგო
ვიდრე იძლევა პასუხს,
ვაქებ სიცოცხლის მომგონს,
სიკვდილზე ფიქრიც არ მსურს...
და გადავძახებ წარსულს,
არ გქონდეს ჩემზე დარდი,
ჩემი სამშობლო ვიდრე,
მომავლისაკენ გარბის!“ - დირექტორი ენდი ნემსიწვერიძე სასკოლო საზოგადოებას ასეთი გულწრფელ სიტყვებს უძღვნის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203