ჩხორიის საჯარო სკოლის დირექტორი სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
16-09-2021
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის დირექტორი იზოლდა ხვიჩავა მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.
სკოლის დირექტორი მოსწავლეებს მონდომებასა და გამარჯვებას უსურვებს.
„ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო და მშობლებო! გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! მოსწავლეებს ვუსურვებ მონდომებას, სიბეჯითეს, ცოდნის შეძენის დაუოკებელ წყურვილს და გამარჯვებებს! პედაგოგებს - პროფესიულ წინსვლასა და წარმატებებს! მშობლებს - გამძლეობას! თითოეულ თქვენგანს კი - სიხარულს, ბედნიერებას პირად ცხოვრებაში და, რაც ჩვენთვის – ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჯანმრთელობას“,- წერს სკოლის დირექტორი იზოლდა ხვიჩავა.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო წელი საქართველოში 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს