„ამ სიგელებს ახალი წარმატებები ჩაანაცვლებს და პირბადეს - თქვენი ღიმილები!“-რუსთავის N17 სკოლის დირექტორი ნელი ლიქოკელი მისალოც წერილს ავრცელებს
16-09-2021

ლევან გოთუას სახელობის რუსთავის N17 საჯარო სკოლის დირექტორი ნელი ლიქოკელი მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ მალე დისტანციურ სწავლას სკოლაში ბავშვების ჟრიამული ჩაანაცვლებს.

„სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ გოთუელებო. ახალი სასწავლო წელი, ახალი გამოწვევებით, ურთიერთობებით, ცოდნის შეძენის შესაძლებლობებით და უკეთესის მოლოდინით - მოლოდინით, რომ დისტანციურ სასწავლო პროცესს მალე თქვენი ჟრიამულით სავსე სასკოლო გარემო შეცვლის. ამ სიგელებს ახალი წარმატებები ჩაანაცვლებს და ამ პირბადეს თქვენი ღიმილები.
ჯანმრთელობით სავსე, მშვიდობიან და წარმატებულ წელს გისურვებთ ძვირფასებო!“- მიმართავს ნელი ლიქოკელი ბავშვებს.

დირექტორმა მისალოც ტექსტს კონკურსის „ბრიტანეთი და საქართველო“ მონაწილეთა სიგელები და პრიზები დაურთო, რომელიც სკოლამ ახლახანს მიიღო.

„სიამოვნებით გიზიარებთ და გელოდებით მასწავლებელთან ერთად. საუკეთესოები ხართ! VIII კლასი მონატრება გამიფერადეთ“, - წერს დირექტორი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203