„დაე, ეს წელი თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს ნაყოფიერი და წარმატებებით გამორჩეული!“- რუსთავის N23 სკოლის დირექცია მისალოც წერილს ავრცელებს
16-09-2021

ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 საჯარო სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. დირექცია პედაგოგებს მიმართავს და ყველას ნაყოფიერ წელს უსურვებს.

„ძვირფასო პედაგოგებო, მოსწავლეებო, მშობლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ ჯანმრთელობას და მშვიდობას. 

მასწავლებლის საქმიანობა ძალიან რთული, მაგრამ საინტერესო და მნიშვნელოვანია. ვისურვოთ, რომ გვქონდეს ჩვენი პროფესიული განვითარების სურვილი და შესაძლებლობა. ვისურვოთ, რომ ჩვენს მოსწავლეებს უფრო მეტად შევაყვაროთ სკოლა და გავუჩინოთ ცოდნის მიღების სურვილი. ვისურვოთ, რომ მშობელსა და სკოლას შორის იქნება წარმატებისათვის აუცილებელი ურთიერთთანამშრომლობა. 

დაე, ეს წელი თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს ნაყოფიერი და წარმატებებით გამორჩეული!“- წერია დირექციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203