„მშვიდობიან და წარმატებულ წელს გისურვებთ ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე“ - ზედა ვანის საჯარო სკოლის პედაგოგი ალექსანდრე ჩახუნაშვილი
15-09-2021

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანის საჯარო სკოლის პედაგოგი ალექსანდრე ჩახუნაშვილი მოსწავლეებს, მშობლებსა და თანამშრომლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და ყველას წარმატებულ წელს უსურვებს.

„ჩემო მოსწავლეებო, კოლეგებო, მშობლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, მშვიდობიან და წარმატებულ წელს გისურვებთ ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე“, - ასე მიმართა პედაგოგმა სასკოლო საზოგადოებას.

შეგახსენებთ, რომ სასწავლო წელი 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203