ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის დირექტორი მანანა შავდია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
ნოშრევან ჯიშკარიანის სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის დირექტორი მანანა შავდია სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.
„15 სექტემბერი - უჩვეულოდ დაწყებული ახალი სასწავლო წელი. გილოცავთ ყველა მოსწავლეს, მასწავლებლებს, მშობლებს. გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას. მალე ჩამდგარიყოს ცხოვრება ჩვეულ რიტმში, რომ კვლავ გვესმოდეს სწავლის დაწყების მაუწყებელი ზარი და ახარებდეს გულს ბავშვების ჟრიამული“,- წერს დირექტორი მანანა შავდია.