„წარმატებული, შემოქმედებითი და ნაყოფიერი წელი გვინდა გისურვოთ“ - ახალციხის N5 სკოლა მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
15-09-2021
ახალციხის N5 საჯარო სკოლა მოსწავლეებს, თანამშრომლებსა და მშობლებს სასწავლო წლის დაწყებას გულითადად ულოცავს.
სკოლის დირექცია მოსწავლეებისა და პედაგოგებისადმი ემოციურ მიმართვას ავრცელებს:
„ძვირფასო კოლეგებო, მოსწავლეებო, მშობლებო და ჩვენი სკოლის მიმართ კეთილად განწყობილო ადამიანებო გულითადად გილოცავთ წლის მნიშვნელოვანი მოვლენის დაწყებას, ცოდნის დღეს. დღეიდან იწყება ახალი სასწავლო წელი, ცოდნისა და ახალი გამოცდილების შეძენის პროცესი. წარმატებული, მოტივირებული, შემოქმედებითი და ნაყოფიერი სასწავლო წელი გვინდა გისურვოთ, ახალ-ახალი მიღწევებით დატვირთული. გვინდა გისურვოთ, ყოველი ახალი გაკვეთილი გახდეს პატარა საგანმანათლებლო მოგზაურობა ცოდნის სამყაროში. ყველამ ერთად ვიზრუნოთ იმისათვის, რომ სწავლა-სწავლების პროცესი საინტერესო, ხალისიანი და წარმატებული იყოს. ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და შესანიშნავ განწყობას გისურვებთ“, - აღნიშნულია ახალციხის N5 საჯარო სკოლის დირექციის მისალოც წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს