საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა სასკოლო საზოგადოებას წარმატებულ და მშვიდობიან სასწავლო წელს უსურვებს
15-09-2021
ახალი 2021-2022 სასწავლო წელი დაიწყო. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს და სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავს სწავლის განახლებას და წარმატებულ, მშვიდობიან წელს უსურვებს მათ.

„უფალმა დალოცოს ახალი სასწავლო წელი!
ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, პედაგოგებო,სკოლის გულშემატკივრებო!
კიდევ ერთი ახალი სასწავლო წელი დაიწყო. უჩვეულოდ, დისტანციურად, მაგრამ დიდი შემართებით და რეალური იმედებით.
გილოცავთ!
განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენ პირველკლასელებს, რომლებიც ძალიან მალე, 4 ოქტომბერს შემოგვიერთდებიან სასკოლო სივრცეში და გავითბობენ გულებს!
ყველა სირთულის მიუხედავად გვაქვს თქვენი თანადგომის იმედი. ჩვენ ერთად შევძლებთ ეს წელი ვაქციოთ წარმატების წლად.
წარმატებულ და მშვიდობიან წელს გისურვებთ.
მალე სასკოლო სივრცეში !
ჩვენ  ძალიან გვჭირდება ერთმანეთი, რადგან წარმარტებები სკოლაში ერთიანობასა და ერთობას მოაქვს!“ - სკოლის ადმინისტრაცია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203