„მჯერა, მალე სასკოლო სივრცეში შევხვდებით ერთმანეთს“-ქვიტირის საჯარო სკოლის პედაგოგი კახაბერ ჩაკვეტაძე სასკოლო საზოგადოებას სწავლის დაწყებას ულოცავს
15-09-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლის პედაგოგი კახაბერ ჩაკვეტაძე განათლების სფეროში დასაქმებულ ყველა პირს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას.

მასწავლებელი წერს, რომ სჯერა მალე მოსწავლეებს შეხვდებიან და სწავლას საკლასო აუდიტორიებში გააგრძელებენ.

„ძვირფას მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს, განათლების სფეროში დასაქმებულ ყველა პირს გილოცავთ უჩვეულო სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ მშვიდობას, წინსვლას, წარმატებებს. მჯერა, მალე ისევ შევხვდებით ერთმანეთს სასკოლო სივრცეში და ვიტყვით ღირსეულ სიტყვას სწავლა-სწავლების საინტერესო, შემოქმედებით პროცესში“,- წერს კახაბერ ჩაკვეტაძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203