„პედაგოგებმა და თანამშრომლებმა გზა გაუკვალეს თითოეულ მოსწავლეს“- მარნეულის N6 საჯარო სკოლა 35 წლის გახდა
15-09-2021
მარნეულის N6 საჯარო სკოლა თავის 35-ე იუბილეს აღნიშნავს.

ინფორმაციას ამის შესახებ თავად სკოლა ავრცელებს.

„ჩვენს ცხოვრებაში არის იუბილეების აღნიშვნის მშვენიერი ტრადიცია. არის დიდი იუბილეები და არის პატარა, მხიარული და სევდიანი, მაგრამ ყოველთვის ეს არის განვლილი ცხოვრების შედეგი.
2021 წელს ჩვენი მშობლიური მეექვსე სკოლა აღნიშნავს თავის 35-ე იუბილეს. ამ შესანიშნავი სკოლის კედლებში გაიხსნა არაერთი ათეული ნიჭი. ასობით ბავშვმა აჩვენა, რომ მათ შეუძლიათ და გააგრძელეს წარმატებული სვლა სასწავლო დაწესებულების კედლებს მიღმა. სწორედ სკოლამ, მისმა პედაგოგებმა და თანამშრომლებმა გაუკვალეს გზა თითოეულ მათგანს.
ყველას გილოცავთ სკოლის იუბილეს. გვინდა ვუსურვოთ მას და მის შესანიშნავ მასწავლებლებს, სკოლის კეთილ და გულისხმიერ თანამშრომლებს საქმიანობის ხანგრძლივი წლები. თითოეულ მოსწავლეს ვუსურვებთ მიზანდასახულობას, მხნეობას და ყველა მშობელს ძალასა და მოთმინებას. იყავით ჯანმრთელნი, გწამდეთ საკუთარი თავის. ხოლო ჩვენი საყვარელი სკოლა ყველას დაგვეხმაროს საკუთარი ოცნებების რეალიზებაში, ახალი და საინტერესო მიგნებების აღმოჩენაში, რომ ყოველ დღეს რაიმე ახალი საოცრება მოჰყვებოდეს“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
 
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203