„ძვირფასო მასწავლებლებო, მოსწავლეებო და მშობლებო! გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გისურვებთ პირველ რიგში ჯანმრთელობას და რაც ჩვენთვის, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პროფესიულ წინსვლას და წარმატებას; ჩვენს მოსწავლეებს კი - მონდომებას, სიბეჯითეს, გამძლეობას, ცოდნის შეძენის დაუოკებელ წყურვილს და გამარჯვებას!!!
გვჯერა და გვწამს, რომ მალე, ისევ დავუბრუნდებით სკოლას და საგკვეთილო პროცესი წარიმართება საკლასო ოთახებში!“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.