„იმედია სულ მალე შემოაღებთ სკოლის კარს“- ნინიგორის საჯარო სკოლის დირექტორი ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მილოცვას ავრცელებს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლის დირექტორი თებრონე სულაძე ახალი 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავს.
იგი ყველა მოსწავლესა და პედაგოგს წარმატებას უსურვებს.
„ნინიგორის საჯარო სკოლის მოსწავლეებო, მასწავლებლებო და მშობლებო გილოცავთ ახალი 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას, იმედია სულ მალე შემოაღებთ სკოლის კარებს და თქვენი ჟრიამულით გააცოცხლებთ, გაახალისებთ სკოლის კედლებს, ჯანმრთელობას და წარმატებულ წელს გისურვებთ“,- წერს ნინიგორის საჯარო სკოლის დირექტორი.