„სწავლა დისტანციურად იწყება, ვიმედოვნებთ, ეს დროებითია“- იდლიანის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
15-09-2021
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და დირექტორი თეა ჭკადუა ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ულოცავს.
„მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და სრულიად საქართველოს ახალ 2021-2022 სასწავლო წელს. იდლიანის საჯარო სკოლაში სწავლა 15 სექტემბერს დისტანციურად იწყება, მაგრამ ვიმედოვნებთ რომ ეს დროებითია; იმისათვის, რომ თითოეული მოსწავლე დაუბრუნდეს ბუნებრივ სასკოლო გარემოს საჭიროა მასწავლებლების, მოსწავლეთა მშობლების და მთლიანად საზოგადოების გაერთიანება ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვაში. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და წარმატებულ სასწავლო წელს!“,- წერს სკოლის დირექტორი თეა ჭკადუა.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია