ძლევიჯვარის საჯარო სკოლის დირექტორი მოსწავლეებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
15-09-2021
ბესიკ კაპანაძის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარის საჯარო სკოლის დირექტორი ია გეგელაშვილი ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ულოცავს.

სკოლაში იმედი აქვთ, რომ მალე სწავლას საკლასო აუდიტორიებში გააგრძელებენ.
 
„უჩვეულო დღე დგება, სასწავლო წელი იწყება, მონიტორიდან შევხვდებით ჩვენს მოსწავლეებს და დიდი სიყვარულით მივულოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. იმედია,რომ მალე გადავინაცვლებთ საკლასო ოთახებში და თქვენი ჟრიამულით,სიცელქით, სიხარულით თუ სიყვარულით გაალამაზებთ გარემოს. ჯანმრთელობას, წარმატებულ და ბედნიერ სასწავლო წელს გისურვებთ ჩემო პატარა მეგობრებო და კოლეგებო“,- წერს სკოლის დირექტორი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203